saqarTvelos mdinareebi - faravani

სათავე ფარავნის ტბა
სიგრძე 74 კმ
აუზის ფართობი 2352 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 28.9 მ³/წმ

 

სინონიმი: ახალქალაქისწყალი, ჯავახეთის მტკვარი.

მდინარე საქართველოს სამხრეთ მთიანეთში, ნინოწმინდის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში. იწყება ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირიდან, ზღვის დონიდან 2073 მ. ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან, სოფელ ხერთვისთან. სიგრძე 74 კმ, აუზის ფართობი 2352 კმ2. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. ფარავნის, საღამოსა და სხვა ტბების გავლენით მდინარე ფარავნის ჩამონადენი საკმაოდ რეგულირებულია. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმწირობა აგვისტოდან თებერვლის ბოლომდე. თოში, ყინულნაპირისი, ძგიფი და ყინულსვლა ნოემბრიდან აპრილამდეა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 28,9 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად და ჰესებისათვის.

foto galerea